რატომ არის მოლდოვის ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოსი - რეგიონში პირველი, პასუხი მარტივია, მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა - შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2025, 09:58 87 ნახვა

რატომ არის მოლდოვის ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოსი – რეგიონში პირველი, პასუხი მარტივია, მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ქართულმა ხელისუფლებამ უარი თქვა “რეკომენდაციების” ბრმად შესრულებაზე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გაატარა.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო იღებდა დაუძინებელი მეგობრების პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სახის სარისკო რჩევებს. ქართულმა ხელისუფლებამ უარი თქვა “რეკომენდაციების” ბრმად შესრულებაზე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გაატარა.

 

ქვემოთ მოცემული დიაგრამები ერთმანეთს ადარებს ორი ქვეყნის – საქართველოს და მოლდოვას ეკონომიკების ზრდას, რომელიც ერთ კითხვას წარმოშობს:

 

თუკი მოლდოვას კანდიდატის სტატუსი თვალდახუჭულმა მიანიჭეს, მოლაპარაკება გაუხსნეს, წითელი ხალიჩები დაუფინეს და მილიარდებს დაჰპირდნენ, მაშინ საქართველომ, რომელსაც კანდიდატის სტატუსი დაამადლეს, მოლაპარაკება არ გაუხსნეს, სატელიტი „ენჯეოები“ ქუჩაში დაუყენეს და ძირი უთხარეს, როგორ შეძლო სამ წელიწადში ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის სხვაობის გასამმაგება, 4,8 მლრდ აშშ დოლარიდან 15,7 მლრდ აშშ დოლარამდე? რატომ არის, ამ ყველა სიკეთის შემდეგ, მოლდოვის ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოსი – რეგიონში პირველი? პასუხი მარტივია: მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე