შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმური რაფსოდია“

26 სექტემბერი 2025, 12:03 82 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმური რაფსოდია“ - „ოპერის ოქროს ხმა“ - II საერთაშორისო ვოკალის აკადემიის კვირეული გრძელდება.

ფესტივალის ფარგლებში დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში 20:00 საათზე პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“ დაიდგმება. 

სპექტაკლის რეჟისორმა ზაალ აღლაძემ, გენერალური რეპეტიცია, დასთან და ორკესტრთან ერთად გუშინ გაიარა.

აღსანიშნავია, რომ „ბათუმური რაფსოდია“-ს ფარგლებში იმართება მასტერკლასები, ახალგაზრდა მუსიკოსებს აქვთ შესაძლებლობა მსოფლიოში ცნობილ ტენორთან მარჩელო ალვარესთან, ვალენტინ პეიჩინოვთან და მეთიუ აბელისთან გაირონ მასტერკლასები.

ასევე დღეს და ხვალ ჩატარდება ახალგაზრდა მომღერლების შერჩევის მიზნით სწავლება, რომელსაც   მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების არტისტთა აგენტები ეწვევიან.

ფესტივალი 28 სექტემბერს დაიხურება. პროექტის მიზანი ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე