შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელმა, მონაწილეობა მიიღო აქციაში - „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“.
ააიპ „სისხლის დონაციის ბანკსა“ და შს სამინისტროს შორის მემორანდუმი 2025 წლის 1 აპრილს გაფორმდა. აღნიშნული აქციის მიზანია მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ონკოლოგიური პაციენტების, ასევე, შს სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად სისხლის უანგაროდ გაღება.
აღნიშნულ აქციას, ასევე, შეუერთდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებიც.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.