დონალდ ტრამპს ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება სურს

21 სექტემბერი 2025, 11:46 127 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტს, ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავღანეთს „ცუდი შედეგებით“ ემუქრება. თალიბანის მმართველობას ამ წინანადებაზე მანამდე უკვე უარი აქვს ნათქვამი. 

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, გააგზავნის თუ არა სამხედროებს ბაგრამის დასაბრუნებლად, უპასუხა რომ ამის შესახებ ავღანეთს ესაუბრება და თუ ისინი არ დააბრუნებენ ყველა გაიგებს რას გააკეთებს პრეზიდენტი. ტრამპის თქმით, ავიაბაზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც თალიბანის მხრიდან აშშ-ის დახმარების საჭიროებით, ისე მისი მდებარეობით ჩინეთის ბირთვულ ობიექტებთან ახლოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი