შეხვედრა ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრებთან

18 სექტემბერი 2025, 10:10 84 ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა ცესკოს  თავმჯდომარე. გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ცესკოს საქმიანობის პრინციპული საფუძველია.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა 4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, რეგისტრაციის პროცესის, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისა და მათი გადამზადების, ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი