17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების დღე

17 სექტემბერი 2025, 20:02 83 ნახვა

17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით,  დაავადებათა კონტროლის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ასევე, ისაუბრა, ამ მიმართულებით,  ქვეყანაში არსებულ მიღწევებსა და დღეს არსებულ გამოწვევებზე.

მიხეილ სარჯველაძის  განცხადებით, სამინისტრო მზად არის,  სამედიცინო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, სამომავლოდ, პაციენტთა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის,  მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი