"ძლიერი საქართველო ლელოსა" და " გახარია საქართველოსთვის" პარტიებმა ბათუმის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

17 სექტემბერი 2025, 14:16 284 ნახვა

"ძლიერი საქართველო ლელოსა" და " გახარია საქართველოსთვის" პარტიებმა ბათუმის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.

პარტიების გადაწყვეტილებით, ბათუმის მერობის შეთანხმებული კანდიდატი გოჩა გუგუნავა იქნება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის  კი ვაჟა დარჩია.

ქალაქის 10 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციურმა პარტიებმა კვოტები შემდეგნაირად გადაინაწილეს. 6 ოლქში "ძლიერი საქართველო ლელო"-ს კანდიდატები იბრძოლებენ, დანარჩენ 4 ოლქში კი "გახარია საქართველოსთვის".

ესენია:

"ძლიერი საქართველო ლელო"

გენო თებიძე - თამარის დასახლება
ივა ფირცხალაიშვილი  - რუსთაველის დასახლება
ვაჟა დარჩია - ძველი ბათუმი
მარიზა თებიძე - ხიმშიაშვილის დასახლება
ონისე ხარჩილავა - აღმაშენებლის  დასახლება
რუსლან ცისკარაძე - ჯავახიშვილის დასახლება

"გახარია საქართველოსთვის"

ჯემალ ანანიძე - კახაბრის დასახლება 
მაია სირაძე -  ბაგრატიონის დასახლება
სულიკო გოგოლიშვილი - აეროპორტის დასახლება 
მამუკა ტაკიძე - ბონი-გოროდოკი -ბარცხანის დასახლება 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი