უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

15 სექტემბერი 2025, 14:10 278 ნახვა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან, საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ცალკეულ ინციდენტზე.

უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს მოუწოდებს, იმოქმედონ კანონით დადგენილ ფარგლებში და ხელი შეუწყონ წინასაარჩევნო პერიოდის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში წარმართვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე