თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა აპირებს, ლევან ხაბეიშვილისთვის პატიმრობის, მურთაზ ზოდელავასთვის კი გირაოს შეფარდება მოითხოვოს.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა. მასთან ერთად დაკავებულ პოლიტიკოსს, მურთაზ ზოდელავას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა.