წოწორიას საქმეზე ძიება შეწყდა

21 მაისი 2017, 00:00 2700 ნახვა

ოთარ წოწორიას ადვოკატი პროკურატურის მიერ საქმეზე ძიების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის - ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა. შესაბამისი განცხადება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი კუსტარული წესით არის დამზადებული, მაგრამ სროლისთვის  ვარგისი არ არის, ამიტომ არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს, რომელიც მიმდინარე წლის 11 მაისს გარდაიცვალა, რის გამოც პროკურატურამ  სისხლის სამართლის საქმეზე ძიება შეწყვიტა. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი