„გახარია საქართველოსთვის" - ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!

09 სექტემბერი 2025, 15:02 148 ნახვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და შესაბამისი წერილით მანდატშეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. თუმცა ყოფილი პრემიერის პარტიაში განგვიცხადეს, რომ პოლიტიკური ბოიკიოტის რეჟიმში რჩებიან.

მანდატებთან დაკავშირებით კი ვითარება არ შეცვლილა. აღნიშნეს, რომ ეს არის ტექნიკური პროცედურა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი