არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს.