აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია რომ აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთის და გურიის რეგიონებში, ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავების პარალელურად, საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება.
დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში სასიმინდე ფართობების აბსოლუტური უმრავლესობა დამუშავებულია, თუმცა, ღონისძიებები გრძელდება სასიმინდე კულტურების საგვიანო ჯიშის ნათესებში.
უმეტეს ნათესებში მოსავლის აღება დაწყებულია და მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანების რისკი აღარ არსებობს.
რაც შეეხება საგვიანო ჯიშის ნათესებს, ღონისძიებები ინტენსიურად და ლოდინის პერიოდის სრული დაცვით მიმდინარეობს - წერია განცხადებაში.