საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს. კომისიის დასკვნა კანონმდებლებს თეა წულუკიანმა გუშინ, საშემოდგომო სესიის გახსნაზე წარუდგინა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კომისიის რამდენიმეთვიანმა მუშაობამ "ნაციონალური მოძრაობისა" და არა მხოლოდ მათი, ლუსტრაცია მოახდინა და ამ ფაქტს, პირველ რიგში, საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან შესაბამისი შეფასება და სამართლებრივი პასუხი სჭირდება.
ოპოზიციის თქმით კი კომისიის გადაწყვეტილებას სამართლებრივი ძალა არ ექნება, მიზეზად კი ასახელებენ კომისიის მუშაობას, რომელიც მათი თქმით, მუშაობდა არა არგუმენტებით ან სამართლებრივი გამოძიებით, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.