პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

02 სექტემბერი 2025, 12:41 117 ნახვა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. საშემოდგომო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. 

დღევანდელ სხდომას 87 დეპუტატი ესწრება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სესიის გახსნისას განაცხადა, პლენარული სხდომები მხოლოდ მიმდინარე კვირაში ჩატარდება, რადგან საარჩევნო წელს ამას რეგლამენტი ითვალისწინებს.  პარლამენტის პლენარული სხდომები კი 15 ოქტომბრიდან განახლდება.

პაპუაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრების უფლებამოსილებას ეყრება კენჭი. კენჭისყრის შემდეგ კი განიხილება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი წარადგენს.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ პლენარული სხდომაზე დღის წესრიგში გათვალისწინებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში