გახარია: "უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ"

02 სექტემბერი 2025, 14:05 86 ნახვა

„უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის“ - აცხადებს გიორგი გახარია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის, "საქართველოსთვის" დამფუძნებელი ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო.  ის ასევე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში არ დაბრუნდება.

იგი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ევროპაში დაპატიმრების შიშის გამო არ წასულა და რომ მისი დაკავების რესურსი ყოფილ თანაპარტიელებს არ აქვთ, რადგან ეს "მარტივი საქმე არ არის".

მისი თქმით, არც გერმანიაში ყოფნაა ადვილი, მაგრამ საქართველოში უფრო მეტად იქნება შეზღუდული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში