საქართველო ლამაზია, ამათ შეხედეთ?! მეგობრებო ხვალ აეროსმიტთან შეხვედრისთვის მზად ხართ? - ასე მიესალმა მომღერალი სტივ ტაილერიუ ჟურნალისტებს, რომლებიც ბათუმში ჩამოსულ ლეგენდარული ჯგუფის "აეროსმიტის" წევრებს ელოდებოდნენ.
ჯგუფის წევრები ბათუმში საქართველოს დროით 6 საათზე ჩამოვიდნენ, ჯგუფს თან ახლავს 50-მდე ტექნიკური პერსონალი. ისინი ბათუმში რამდენიმე დღე დარჩებიან. ხვალ კი, შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე" ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მსმენელებისთვის "აეროსმიტი" კონცერტს გამართავს. არენაზე უამირავ ტურისტს ელოდებიან. როკ-ჯგუფი საქართველოში კულტურის სამინისტროს პროექტის "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში ჩამოვიდა.
ეს "აეროსმიტის" ბოლო ევროპული ტურნეა.