ჯგუფ აეროსმიტის პირადი თვითმფრინავი ჩარტერული რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 18:39 წუთზე დაეშვა.

 ჯგუფი ''Aerosmith''-ი  ბათუმში დღეს სავარაუდოდ სასტუმრო „შერატონში“ დარჩება.  კონცერტი ხვალ, შეკვეთილში, ''ბლექ სი არენაზე'' ჩატარდება. კონცერტის შემდეგ ''after party'' გაიმართება. IVERIA BEACH -ში  ბათუმური ჯგუფი " Groovephonics"  დაუკრავს.