თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, 92 წლის პენსიონერის გამოსახლების პროცესი შეაჩერეს - ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით ბოლო რამოდენიმე დღის მანძილზე იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაახლა მოვალეების იძულებითი აუქციონებისა და გამოსახლების პროცესები, შეტყობინება ეგზავნებათ საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ პირებს.
პარტია თავისუფალ საქართველოში აცხადებენ, რომ მათი იურისტები გაუწევენ იურიდიულ დახმარებას ყველა მსურველს, თუკი დროულად მიაწვდიან სათანადო დოკუმენტაციას და მიმართავს სასამართლოს კანონით გათვალისწინებული ფორმით იძულებითი აღსრულების ერთჯერადად გადადების მოთხოვნით.