საკადრო ცვლილებები - შეფასებები

25 აგვისტო 2025, 14:14 103 ნახვა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება. თავდაპირველად, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოხანაშვილის ნებაყოფლობით გადადგომისა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციას ცნობად მიიღებს. ამის შემდეგ 6 წლის ვადით სუს-ის ახალ უფროსს აირჩევენ.

ანრი ოხანაშვილი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიკავა, თანამდებობიდან 23 აგვისტოს გადადგა. გადადგომის თაობაზე ოხანაშვილის სახელით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება. საკადრო ცვლილებები მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია. „ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ პროცესი მმართველი გუნდის შიდა ვერტიკალის დასუსტების მანიშნებელია.

ლელო ძლიერ საქართველოში მიაჩნიათ, რომ გადაადგილებები მოსახლეობისთვის არაფერს არ ცვლის.  მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ცვლილებიდან ცვლილებამდე სახელმწიფოს მმართველობა ძლიერდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი