დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა დასრულდა

22 აგვისტო 2025, 14:44 79 ნახვა

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების  ტრენინგ-კურსი დასრულდა.  სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულებით 20-ზე მეტმა დამწყებმა გიდმა გაიარა გადამზადების პროგრამა.

ტრენინგის განმავლობაში მათ შეისწავლეს ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, ექსკურსიამცოდნეობა, პროფესია გიდი, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი ასევე გაეცნენ გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს. გადამზადების პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე  ქალაქის ტურზე გასვლით ტრენინგებს.

სასწავლო პროგრამის დასასრულს მონაწილეებს ჩაუტარდათ გამოცდა და განისაზღვრა მათი კომპეტენციის დონე და მიღებული ცოდნა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი