რთველი 2025 - სამუშაო შეხვედრა

22 აგვისტო 2025, 10:58 108 ნახვა

2025 წლის რთველის პროცესში, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, ხოლო ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად.

თემასთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დეტალურად განიხილეს რთველთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და სიახლეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი