ოჯახი მშენებლობის წინააღმდეგ

31 მაისი 2016, 00:00 2757 ნახვა

ხმაური იყო ბათუმში გვიან ღამით, ჯინჭარაძის ქუჩის სამ ნომერში. დავითაძეების ოჯახის წევრები მათი საცხოვრებელი სახლის წინ კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ და მშენებელს ქუჩაზე სამშენებლო მასალის სპეცტექნიკით შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ. ოჯახის დიასახლისმა იზოლდა რუსიძემ გზა გადაკეტა, რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მოგვიანებით ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა მისი საავადმყოფოში გადაყვანა ექიმმა საჭიროდ არ ჩათვალა. იზოლდა რუსიძეს გზა რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ საპატრულო პოლიციამ გაასხნევინა. დავითაძეები მშენებელი კომპანია “ელიტ ჰაუსისგან” მათ მიერ ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის შესაბამისად პროექტის შეეცვლას ითხოვენ. კომპანიაში კი განმარტავენ, რომ კანონს არ არღვევენ და მომჩივან მხარეს სასამართლოში ერთხელ უკვე მოუგეს. სამართლებრივი დავა მშენებლობის წესების დარღვევაზე გრძელდება. შესაძლოა საქმეში, მესამე მხარე ჩაერთოს. კორპუსის ტერიტორიაზე მცხოვრები ერთ-ერთი პირი, რომელსაც კორპუსში ბინა ეკუთვნის, დავითაძეებს მშენებლობის ხელშეშლაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მომჩივან მხარეს 260 ათასი დოლარის ღირებულების ქონება შესთავაზეს, თუმცა არ თანხმდებიან და გაცილებით მეტს ითხოვენ. 

ამავე კატეგორიაში