აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფინანსური ტვირთის „ლომის წილის“ აღება.
მისი თქმით, ორი საკითხია მოსაგვარებელი. მათ შორის უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ მას კვლავ არ შეუტევს რუსეთი. უნდა იცოდეს, რომ მას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა მომავალში.