მედიკოსების ბრალდებებს გამოეხმაურა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ზაალ მიქელაძე მოუწოდებს კლინიკის ადმინსიტრაციას თანამშრომელთა შრომითი უფლებები მაქსიმალურად დაიცვან.
რაც შეეხება პაციენტთა უფლებებს, რომელზეც დღეს აქციაზე შეკრებულები საუბრობდნენ, მინისტრის თქმით, საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ.