საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ანკარაში გრძელდება

13 აგვისტო 2025, 15:01 143 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს  დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ნუმარ ქურთლმუშს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. პირისპირ შეხვედრაზე  სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქართული მხარე დაინტერესებულია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვით.  შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ასევე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას და მის მნიშვნელობას. 

ასევე შეხვედრაზე ისაუბრეს უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. მანამდე კი მიხეილ ყაველაშვილმა  თურქეთში საქართველოს საელჩოში გამართა შეხვედრა. 

საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი