თურქეთში, ბოლო 2 დღეში 879 მიწისძვრა დაფიქსირდა

13 აგვისტო 2025, 12:20 179 ნახვა

თურქული მედიის ინფორმაციით, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი ძლიერი, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები არ წყდება. ბოლო 2 დღის განმავლობაში 879 მიწისძვრა დაფიქსირდა. 

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 10-დან 12 აგვისტოს ჩათვლით, სინდირგის რეგიონში 879 მიწისძვრა მოხდა. აქედან 744 მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 მაგნიტუდა იყო, 120-ის - 3.9-ზე ნაკლები, ხოლო 17 მიწისძვრის სიმძლავრე 4.0-დან 4.9 მაგნიტუდამდე მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რეგიონში, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იყო. ერთი ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. მიწისძვრის გამო, 16 შენობა ჩამოინგრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი