წმინდა პანტელეიმონ მკურნალის წმინდა ნაწილები სოფელ გვარას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში

09 აგვისტო 2025, 17:54 549 ნახვა

სოფელ გვარას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დღეს ათონის მთიდან წმინდა პანტელეიმონ მკურნალის, წმინდა ნაწილები მიაბრძანეს. ასევე წმინდა სპირიდონის ხატი და წმინდა ნაწილები. დღეს 9 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს აღნიშნავს.

სწორედ ამიტომ ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა. აღსანიშნავია, რომ ტაძარი  სოფელ გვარის მკვიდრმა გულადი გოგმაჩაძემ 2019 წელს ააგო. იგი წლებია უცხოეთში სოფლის მეორნეობის მიმართულებით სამეცნიერო საქმანობას ეწევა. მისი თაოსნობით ტაძარში უკვე დაბრძანებულია, წმინდა გიოგის, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა მატრონას წმინდა ნაწილები.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი