''ევროკავშირი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას''- ევროკავშირის  ელჩი  

17 მაისი 2017, 00:00 2417 ნახვა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. იგი  უწყებაში  ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო  დაიბარეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იანოშ ჰერმანმა   განაცხადა, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისივე თქმით, ევროკავშირი გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას და ყოველგვარი არჩევნები რომლებიც ამ ტერიტორიებზე იმართება მათთვის  მიუღებელია.  

როგორც ცნობილია, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და  ე.წ-ულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი