ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერცერთი ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული - ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2025, 14:14 138 ნახვა

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერცერთი ინვესტორის მოზიდვა. ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული, სრულიად უსამართლოდ, თუმცა არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტის განხორციელების საქმეში.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტის განხორციელების საქმეში, თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა აბსოლუტურად ყველაფერი ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ იყო სრული ხელშეწყობა, კონსტიტუციის დონეზეც კი ჩავდეთ გარანტიები იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი ინვესტორის მოზიდვა. ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული, სრულიად უსამართლოდ, თუმცა არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი