მშენებარე კორპუსის მესაკუთრეების მოთხოვნები

01 აგვისტო 2025, 14:47 1292 ნახვა

ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსის  მესაკუთრეები  მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. მოქალაქეები სამშენებლო კომპანია „ეიჩ ბათუმს“ სამშენებლო ვადების დარღვევაში ადანაშაულებენ.  მათი თქმით, ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობა  2022  წელს  უნდა  დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე  კორპუსის ბედი გაურკვეველია.

დღეს ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სამშენებლო ტერიტორიაზე და  როგორც თავად აცხადებენ, კომპანიის დამფუძნებელს, არჩილ ბერიძეს, სამშენებლო კორპუსის დასრულების თაობაზე პასუხი მოსთხოვეს, თუმცა არჩილ ბერიძე, ამტკიცებს, რომ ის ობიექტის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირი არ არის. 

მისი თქმით, მას მხოლოდ კორპუსის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო კომუნიკაციებით უზრუნველყოფა ევალება და სამშენებლო კომპანია მას არ ეკუთვნის. მოქალაქეების პრეტენზიებთან დაკავშირებით  ტერიტორია ისე დატოვა, რომ  სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი