„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა

31 ივლისი 2025, 21:09 207 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.

მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება.

კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

„ჩვენ დღეს შეგვეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე თბილისის მერად მესამე ვადითაა წარდგენილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი