თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერ კანდიდატების დასახელების საკითხი. „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის მიმდინარეობს ზოგადი სახის კონსულტაციები როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაში დღეს დაადასტურეს, რომ თბილისში მმართველი პარტია კახა კალაძეს წარადგენს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            