ჟენევაში ორმხრივ შეხვედრებზე ვისაუბრებთ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და საერთაშორისო გამოწვევებზე - შალვა პაპუაშვილი

30 ივლისი 2025, 09:56 126 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში და გენერალურ დებატებში, სადაც სიტყვით გამოვა.

პაპუაშვილის თქმით, ევროპელ და სხვა კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

„ჟენევაში კონფერენცია დღესაც გრძელდება. მექნება შესაძლებლობა, როგორც პანელური დისკუსიის ფარგლებში, ასევე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდე და კოლეგებს მივმართო. აგრეთვე, მექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ და სხვა კოლეგებთან, სადაც არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე ვისაუბრებთ. მეორე მხრივ, ვისაუბრებთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და იმ საერთაშორისო გამოწვევებზე, რაც მთლიანი რეგიონისთვის და საქართველოსთვის არსებობს. კონფერენცია თავისი რიცხოვნობით გამორჩეულია, ასზე მეტი პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მონაწილეობს. ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, პარლამენტის თავმჯდომარეები ერთ სივრცეში შეიკრიბონ და საკითხები გააზიარონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში