აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, ასევე მთავრობის სამომავლო გეგმებსა და რეგიონში არსებულ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებზე, რაც აჭარის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
სხდომის ფარგლებში განიხილეს როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილი პროექტები. ასევე, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის სტრატეგიები.