თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

28 ივლისი 2025, 12:21 68 ნახვა

თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

როგორც „ასოშიეთედ პრესი“ წერს, დაღუპულთა შორის არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბურსაში ხანძრის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

ქალაქ ბურსას სიახლოვეს ხანძარი უქმე დღეებში გაჩნდა და 3 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში