იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია

16 მაისი 2017, 00:00 3778 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.

,,ვირუსისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა განაახლონ ოპერაციული სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა, არ გახსნან საეჭვო და უცნობი მისამართებიდან ელექტრონული ფოსტით მიღებული ფაილები; ასევე, ყურადღებით მოეკიდონ ნაცნობი მისამართებიდან გამოგზავნილ ფაილებს და გახსნან ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნებული არიან მათ უტყუარობაში” - განმარტავენ სააგენტოში.  

ვირუსი კომპიუტერულ ქსელში 12 მაისიდან ვრცელდება. გლობალურმა ჰაკერულმა შეტევამ 150-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასამდე ობიექტი უკვე დააზიანა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი