ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს

25 ივლისი 2025, 10:58 146 ნახვა

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. პრეზიდენტის განმარტებით, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ვალდებულების შესაბამისად მიიღო. ასევე აღნიშნა, რომ დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაა.

პრეზიდენტმა მშვიდობისთვის რამდენიმე პირობა დაასახელა, მათ შორის არის დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და ყველა მძევლის გათავისუფლება, ასევე ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში