შუამთობა ჩუდურაულში

23 ივლისი 2025, 19:57 256 ნახვა

ხულოში მთა ჩუდურაულში სახალხო ღონისძიება შუამთობამ აიღო სტარტი. ტრადიციულად წელსაც მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა მთა ჩუდურაულის სტუმრებისა და ადგილობრივების  დამსწრეთა რაოდენობა.

ზეიმი წელსაც მუსიკალური, ქორეოგრაფიული ნომრებითა და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით იყო  გამორჩეული.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში წელსაც  ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელშიც ათზე მეტი ცხენოსანი ჩაერთო. შუამთობას ჩუდურაულში 2000 წლიდან ზეიმობენ- ეს არის იალაღზე ყოფნის შუა პერიოდი, როდესაც მემთეურებს ახლობლები მეგობრები და ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობენ.

შუამთობას ყველა იალაღზე აღნიშნავენ ყველაზე მასშტაბურად კი სახალხო ზეიმი კურორტ ბეშუმში აღინიშნება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში