რუსეთის საზღვაო ძალებმა წყნარ და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეებში წვრთნები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამხედრო უწყების განცხადებით, ოპერატიული წვრთნები „ივლისის ქარიშხალი“ წყნარი და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეების, ბალტიისა და კასპიის ზღვების წყლებში 27 ივლისამდე გაგრძელდება.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ წვრთნების მიზანს არასტანდარტული ოპერაციებისთვის საზღვაო ძალების მზადყოფნის შემოწმებაა