აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები მაღალმთიან აჭარაში

23 ივლისი 2025, 11:02 125 ნახვა

მაღალმთიან  აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება. დამუშავებულია  ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარისა და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰა ტერიტორია.

სააგენტოს ინფორმაციით  წამლობითი ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება.

აჭარაში, ასევე,  წერტილოვანი შეწამლვა ცივი შესხურებით მიმდინარეობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში