ხულოში მომღერალისა და კომპოზიტორის ზვიად ბოლქვაძის კონცერტი ჩატარდა. შესრულდა როგორც სოლო ნომრები, ასევე ჰიტები ნეკა სებისკვერაძესთან ერთად.
ზვიად ბოლქვაძის პირველი კონცერტი ხულოში თბილისის განათლების და კულტურის ცენტრის, ასევე ხულოს მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ხვალ მუსიკოსი კონცერტს ჩოხატაურში გამართავს.