აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

22 ივლისი 2025, 12:01 109 ნახვა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. თბილისის აეროპორტში  მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა. ჯეიჰუნ ბაირამოვი მაკა ბოჭორიშვილი ხვდება. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აუდიენციას საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.

ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს.

თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდიცაა ჩანიშნული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი