პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება “პრეგაბალინი”.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ფსიქოტროპული ნივთიერება ამოღებულია.