უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში, შესაძლოა, 23-24 ივლისს გაიმართოს, – ამის შესახებ თურქული მედია წერს.
წინასწარი ინფორმაციით, დელეგაციები ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შეხვედრას გეგმავენ. ზუსტი დეტალები ადგილის, დროისა და მონაწილეების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილია, რომ მხარეები ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ: ტყვეთა გაცვლას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და საზღვრების სტაბილიზაციის ზომებს.