ბათუმის მერიამ საბავშო გასართობი მოედნებისა და ტრენაჟორებისთვის 2016 წელს 530 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა ტრენაჟორებისა და საქანელების მდგომარეობა ქალაქში სავალალოა.
ყოველწლიურად მოედნების ინფრასტრუქტურა ზიანდება, თუმცა ვანდალური ქმედებისთვის არც ერთი მოქალაქე არ დაჯარიმებულა.
რამდენი ლარის ზარალი მიადგა წელს მერიას ჯერ არ დაუთვლია, "მთავარის" კამერამ საკმაოდ ბევრი დაზიანებული საქანელა დააფიქსირა.
უფრო დეტალურად სამოქალქო პასუხისმგებლობაზე და ქალაქისთვის მიყენებულ ზიანზე თამუნა გაზდელიანი მოგიყვებათ.