ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე ეუთო ოდირის დირექტორს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით 7 ივლისს გავრცელებული განცხადების თაობაზე.
აუდიენციის დროს ელჩის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთო-ს ძირითადი ღირებულებებისა და ვალდებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულება. ამასთან, ელჩმა შეშფოთება გამოხატა მარია ტელალიანის განცხადებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ორგანიზაციის დირექტორის განცხადება ხელს არ უწყობს ქვეყანაში კონსტრუქციული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.