მოსახლეობასა და შესაბამის უწყებასთან მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა რა ბედი ეწევა , თბილისში , თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას, რომლის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა ორი დღის წინ. ამ დრომდე ოჯახები აგრძელებენ საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანას, თუმცა მაშველების ზედამხედველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ. ტერიტორია უკვე დასუფთავებულია, და დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებებიც.
კორპუსის 102 მაცხოვრებელი სხვადასხვა სასტუმროშია გადაყვანილი, სწორედ მოლაპარაკებების შემდეგ უნდა დაზუსტდეს სად იცხოვრებენ ისინი. შეგახსენებთ, საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 49 წლის ქალი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
პაციენტს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის გამო დაიღუპა ორი ადამიანი. ავარიულ სახლებტან დაკავშირებით დღეს თბილისის მთვარობის სხდოიმაზე განცხდაება გააკეთა კახი კალაძემ .