ქობულეთის დრამატული თეატრის დასის შემოქმედებითმა ჯგუფმა ერთმოქმედებიანი სპექტაკლი "ანგელოზთა გზაგასაყარზე" დადგა. სპექტაკლზე ავთო ვარსიმაშვილის პიესის მიხედვით ადგილობრივმა ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა იმუშავა. სცენარის მიხედვით, მოქმედება მიმდინარეობს იდუმალ, თითქმის სიურეალისტურ სივრცეში, რომელიც ერთდროულად ჰგავს როგორც საკანს, ისე სასამართლო დარბაზს. პრემიერა ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა პროექტის მხარდამჭერით შედგა.