„ქართულ ჩუქურთმათა ენა“ – მასტერკლასი რელიგიის მუზეუმში

14 ივლისი 2025, 14:41 160 ნახვა

„ქართული ჩუქურთმათა ენა“  ამ თემაზე  რელიგიის მუზეუმში მასტერკლასი გაიმართა. შეხვედრა ეძღვნებოდა ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული ორნამენტული მოტივების ისტორიას, მხატვრულ თავისებურებებსა და სიმბოლურ შინაარსს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სატაძრო დეკორის სხვადასხვა დეტალი – ქვის ჩუქურთმები, სარკმლების, კარნიზების და სვეტების ფორმები. მასტერკლასის ერთ-ერთ თემატურ  ხაზს წარმოადგენდა აჭარაში თურქული მმართველობის პერიოდში ლაზი ოსტატების მიერ აგებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების დეკორში გამოყენებული ქართული ჩუქურთმების მაგალითები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში